მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: პარტიის თავმჯდომარისგან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მოვისმინეთ

5d108bf354dd3
BM.GE
24.06.19 12:28
823

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ "სხვადასხვა პარტიები შეძლებენ პარლამენტში შესვლას".

ამასთან, კალაძემ შს მინისტრ  გიორგი გახარიას  გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ უპასუხა. 

"დღეს პარტიის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც არსებული საარჩევნო სისტემის ცვლილებას და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ამასთან ერთად პრაქტიკულად 0%-მდე დაგვაქვს ბარიერი, რათა პარტიებმა პარლამენტში დააფიქსირონ საკუთარი ხმა, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე პირებს ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში; ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. პარტია "ქართულ ოცნებას" ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნებათ დიდი მხარდაჭერა. 2012 წლიდან რაც კი არჩევნები ჩატარდა, გვაქვს მხარდაჭერა.

ბატონი გიორგი გახარია გახლავთ შსს მინისტრი. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც კონსტიტუციის ფარგლებში ხედავს ქვეყნის მომავალსა და განვითარებას, სასესიო კვირის ბოლოს გაიმართება მოლაპარაკებები, ვისაც უნდა რომ ხვალ იყოს წარმოდგენილი, ეს საპროტესტო მუხტი, რაც არის, უკვე გადავიტანოთ... რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს, პირველი, რაც მოხდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყვიტა ვიზიტი აზერბაიჯანში და დატოვა თანამდებობა. საღამოს განვითარებულ მოვლენებზე ვიხილეთ ძალიან მძიმე სურათი, ამის ინსპირირება და მოწოდებები გააკეთეს იმ პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ. არცერთი შემთხვევა ძალის გადამეტების, არ დარჩება გამოძიების გარეშე," - ამბობს კალაძე.