20.აპრილი .2016 12:01

კახა კალაძე: დროა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკაში მოხდეს რევოლუციური გარდატეხა

views 1311
უკან

გარდაბანში მზის ენერგიის შესწავლა იწყება. კერძოდ მემორანდუმი გაფორმდა, Headwall Power International-თან, ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას - შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.

მემორანდუმის თანახმად კომპანია 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატრებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგინეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

"საქართველოს მოსახლეობას წლები ჰქონდა ენერგოპრობლემები, დამოუკიდებელი საქართველო არასდროს ყოფილა ენერგოდამოუკიდებელი და დროა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკაში მოხდეს რევოლუციური გარდატეხა. მზე , ქარი, წყალი - ეს არის ის რესურსები, რაც შეგვიძლია სრულად ავითვისოთ და მაღალგანვითარებული, უსაფრთხო და რაც მთავარია, დამოუკიდებელი ენერგომომავალი დავახვედროთ ჩვენს შთამომავლობას.“ - განაცხადა კახა კალაძემ

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა