მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: "აგროჰაბის" მსგავსი პროექტების განვითარებას მივესალმები

5c9a151f2f74d
ლიკა გურაბანიძე
26.03.19 16:13
519
„მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების დროს თბილისის მერია ყოველთვის თქვენ გვერდით და ზოგადად, ბიზნესის გვერდით იქნება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სავაჭრო სივრცის „აგროჰაბის“ გახსნაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმითვე, „აგროჰაბის“ პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ის, როგორც ქალაქის მერი, ასეთი პროექტების განხორციელებას მიესალმება.

„ჩვენ ქალაქს დღეს ურბანულად სწორი განვითარება და დაგეგმარება სჭირდება, რომ არ მივიღოთ ის, რაც წლების განმავლობაში დედაქალში ხდებოდა და არავის მოსწონდა. შესაბამისად, ქალაქის სწორ განვითარებას ხელი უნდა შევუწყოთ, რაშიც მერიის მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა იქნება,“ - განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც მერმა აღნიშნა, ის სავაჭრო ქსელ „აგროჰაბის“ მომხმარებელია.