მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე თავისი მოადგილეების ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

5cc011496ca0a
ლევან თაღიაშვილი
24.04.19 11:35
1781
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თავისი მოადგილეების ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და მათი ხელფასები არ გაზრდილა.

კალაძის განმარტებით, კანონში ცვლილებები საჯარო სამსახურის რეფორმის ამოქმედების შემდეგ განხორციელდა, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირებისთვის დანამატი და ხელფასი გაერთიანდა, პრემიების გაცემა კი - აიკრძალა.

„ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვრცელდებოდა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით არასწორი ინფორმაცია, თითქოს მერის მოადგილეებმა და ვიცე-მერმა მოიმატეს ხელფასები 2018 წელს, დაახლოებით, 113% და 119%-ით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის სიცრუე. რეალურად ეს არის საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც განხორციელდა 2017 წელს და ძალაში შევიდა 2018 წლის 1 იანვრიდან. ამით ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი", - აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, დღეს თანამდებობის პირები პრემიებს ვეღარ იღებენ და ეს თბილისის მერის მოადგილეებსაც ეხებათ.

„ადრე ადამიანებს ჰქონდათ ხელფასი, პლუს იღებდნენ დანამატს და პრემიებს. ეს იყო წლების განმავლობაში მავნე პრაქტიკა. ახალმა კანონმა ეს დაარეგულირა. თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაერთიანდა და პარალელურად თანამდებობის პირებისთვის აიკრძალა პრემიების გაცემა. ვერცერთი ჩემი მოადგილე დღეს ვერ იღებს ვერც პრემიას და ვერც - დანამატს, ესაა რეალობა", - განაცხადა მან.