13.აპრილი .2016 13:02

კავკასიის რეგიონში პირველად, თბილისის აეროპორტი მზის ელექტროენერგიის მოხმარებას იწყებს

views 2556
უკან

კავკასიის რეგიონში პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მზის ელექტროენერგიის მოხმარებას იწყებს.
 
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის ტერიტორიაზე, მზის ელექტროენერგიის წარმოქმნის სისტემის მონტაჟი უკვე დასასრულს აუხლოვდება.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი საქართველოში სუფთა ენერგიის მოხმარების დანერგვას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 28 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" და შპს "ტავ-ურბან საქართველოს" შორის ხელი მოეწერა 2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს.

შპს "ტავ-ურბან საქართველოს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მართვაში გადაეცა 2027 წლამდე.

თბილისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა