08.მარტი .2016 09:38

კავკასიის ავტოიმპორტი: აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრები შეიძლება ირანით ჩავანაცვლოთ

views 1911
უკან

"კავკასიის ავტოიმპორტის" გენერალური დირექტორი, გიორგი სუპატაშვილი ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით ირანის ბაზრის ათვისების პერსპეტივაზე საუბრობს. როგორც სუპატაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, საქართველო, როგორც რეგიონალური ჰაბი, აღარ ფუნქციონირებს. მისი თქმით, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულება დაიკარგა, თუმცა მათ საკუთარი მოსაზრებები აქვთ, როგორ შეიძლება საქართველომ დაიბრუნოს ეს ბაზრები.
 
"ირანის ბაზარი არის ძალიან აქტიური. ამ ეტაპზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ჩანაცვლება შეიძლება ირანის მიმართულებით. რამდენჯერმე ვიყავით ირანში, თუმცა კარგი იქნება ეს არა ჩვენი კონტაქატებით, არამედ სახელმწიფოს ხელშეწყობით მოხდეს. ეს უზარმაზარი ბაზარია, რომელიც ჯერ აუთვისებელია, თუმცა გვაქვს შანსი ავითვისოთ", - აცხადებს გიორგი სუპატაშვილი.

"კავკასიის ავტოიმპორტმა" ირანის ბაზარზე გასვლის საკითხი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრაზე დააყენა. როგორც სუპატაშვილი ამბობს, ეკონომიკის მინისტრმა ამ საკითხში დახმარება აღუთქვათ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა