მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარასინი: საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულია

5d31c24ce94e5
BM.GE
19.07.19 17:05
2324
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, "საქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია".

"რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ, ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში, რუსეთში, ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა, დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია", - განაცხადა კარასინმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში.