მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კაპიტალ ბანკის" ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა

5d1f26ba27ca1
სალომე მეცხვარიშვილი
05.07.19 19:23
1559
სააქციო საზოგადოება „კაპიტალ ბანკის” ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა და მას არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ თანხმობა მისცეს. შესაბამისი ბრძანება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოსცა და ის 26 ივნისით თარიღდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "კაპიტალ ბანკს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2016 წელს გაუუქმდა, რის გამოც ბანკი გადავიდა ლიკვიდაციის რეჟიმში.

“სს "კაპიტალ ბანკის" შემოწმების პროცესში გამოვლინდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღმკვეთი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების, საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების დარღვევის ფაქტები”,- ნათქვამი იყო ეროვნული ბანკის მაშინდელ განცხადებაში.