19.აპრილი.2019 13:23
ეკონომიკა, მსოფლიო

კანონპროექტით საქართველოს, შესაძლოა, ამერიკული სანქციები დაეკისროს

კანონპროექტით საქართველოს, შესაძლოა, ამერიკული სანქციები დაეკისროს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს, საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტი წარედგინა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, მარკვეინ მულინის კანონპროექტს “საქართველოში ბიზნესის კეთების სამართლიანი წესებისა და სანქციების აქტი ჰქვია.” დოკუმენტის მიხედვით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დაადგენს, რომ საქართველოში ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან უკანონო მოქმედებები და ზეწოლა იქნება გამოვლენილი, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ენიჭება უფლებამოსილება საქართველოს მთავრობისა და ცალკეული ფიზიკური პირების მიმართ ეკონომიკური სანქციები დააწესოს.

კანონპროექტის მიხედვით:

“თუ საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოში მოღვაწე ამერიკელ მოქალაქეებთან თუ ბიზნეს-კომპანიებთან გაფორმებული ხელშკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა დადასტურდება, მთავრობასა და ამ დარღვევებთან დაკავშირებულ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოსნებს სანქციები დაუწესდეთ“.

კანონპროექტი საქართველოსთვის შემდეგი სახის სანქციებს ითვალისწინებს:
  • აშშ–ის მთავრობის არც ერთმა სააგენტომ (მათ შორის "აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა" და კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-მ) არ გასცეს საქართველოს მთავრობაზე სესხი, საკრედიტო გარანტია, დაზღვევა, დაფინანსება ან სხვა მსგავსი ფინანსური დახმარება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ჰუმანიტარული საქონლის, სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების გაცემა; 
  • აშშ–ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი აღარ იყოს; 
  • შესაბამის დარღვევებთან კავშირში მხილებული მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ გამოყენებულ იქნას ზომები მათთვის აშშ-ში ჩასვლის ასაკრძალად და შეერთებულ შტატებში მათი ფულადი ანგარიშები გაიყინოს. 
სანქციების შეჩერების, ისევე როგორც ამოქმედების უფლება კანონის მიხედვით პრეზიდენტს ენიჭება.

მარკვეინ მულინის კანონპროექტში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელ ამერიკელ ინვესტორსა თუ კომპანიას შეიძლება ეხებოდეს აღნიშნული ინიციატივა. ის არც დოკუმენტთან არსებულ განმარტებით ბარათშია იდენტიფიცირებული.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

19.ივლისი.2019 14:35
42

დამსაქმებელთა ასოციაცია: შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება მძიმედ აისახება რეგიონებზე

ვრცლად
19.ივლისი.2019 13:54
144

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:32
83

მთავრობის ურთიერთობას რუსეთთან 52% ნეგატიურად, 33% კი დადებითად აფასებს

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:30
119

IRI - მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:11
108

ბაკურიანში 3 ახალი სასრიალო ტრასა და საბაგიროები ამოქმედდება – დაიხარჯება 66.5 მლნ ლარი

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:02
150

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

ვრცლად