27.დეკემბერი .2015 23:58

კანადურ ლატარიაში რეკორდული თანხა, 60 მილიონი დოლარი გათამაშდა

views 1056
უკან

კანადურ ლატარიაში LotoMax 60 მილიონი დოლარი გათამაშდა, რაც 43 მილიონი ამერიკული დოლარია. იღბლიანმა მოთამაშემ ჯეკპოტი ხუთშაბათს მოიგო. როგორც ცნობილი გახდა ბილეთი ქალაქ მისისოგაში იყო ნაყიდი.
 
გარდა ამისა კიდევ 35-მა მოთამაშემ 1 მილიონი კანადური დოლარი მოიგო, რაც 722 000 ამერიკული დოლარია. შემდგომი გათამაშება 1 იანვარს გაიმართება, ჯეკპოტი ამჯერად 23 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.