11.ივნისი .2019 18:35

კანადაში პლასტმასის ნივთები აიკრძალება

views 520
უკან

კანადის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთების აკრძალვის ბრძანება გასცა.

როგორც ჯასტინ ტრიუდომ კანადის ქალაქ კვებეკში  სტუმრობისას განაცხადა, შეზღუდვა ძალაში 2021 წლიდან შემოვა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, მსგავსი ნივთების გამოყენება ნებადართული აღარ იქნება.

აკრძალული ნივთების სრული სია ჯერ არ დადგენილა, თუმცა როგორც დასავლური მედია იუწყება, შეზღუდვა შეეხება პლასტმასის ჭიქებს, დანა-ჩანგალს, წვენის საწრუპებს, პოლიეთილენის პარკებს, ჭურჭელს და ა.შ.

როგორც ცნობილია, მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო კენიამ, რუანდამ, ინდოეთმა და ტანზანიამ.