მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალათბურთის ლეგენდას Reebok-ის ყიდვა სურს

5d1096c7b62c9
მიხეილ ხაჩიძე
25.06.19 00:10
1216

Adidas-ის შვილობილი კომპანია Reebok უკვე საკმაოდ დიდი ხანია პრობლემებშია. კომპანიის ყიდვის სურვილი კალათბურთელმა შაკილ ო’ნილიმ გამოთქვა, რომელიც ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის ბიზნესით აქტიურად არის დაკავებული.

როგორც ლეგენდარულმა კალათბურთელმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, ის Reebok-ს დიდი სიამოვნებით შეიძენდა.

"ეს ბრენდი ფაქტობრივად გამქრალია, თუ Adidas-სს აღარ უნდა, მომცენ მე და Reebok-ს ისევ გავხდი კალათბურთელებისა და ფიტნესის ბრენდად",  - დასძინა შაკილ ო’ნილიმ.


ცნობილია, რომ გერმანული სპორტული კონცერნი Adidas-ი Reebok-ის გაყიდვას არ გეგმავს. მაისში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელმა კასპერ რორსტედმა განაცხადა, რომ Reebok-მა 2018 წელს მოგების კარგი მაჩვენებელი დააფიქსირა და ისინი მას შეინარჩუნებენ.