13.ივნისი .2019 16:04

კალაძე საბანკო რეგულაციების შეცვლას აანონსებს- "სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას"

views 13887
უკან

თბილისის მერი კახი კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას საბანკო რეგულაციების გადახედვა მოუწევს. ამის შესახებ მან დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, საუბარია საბანკო რეგულაციების გადახედვაზე მხოლოდ სამშენებლო სექტორის მიმართულებით.

"ეს პრობლემა არაერთხელ იქნა დაყენებული სამშენებლო სექტორის მხრიდან ჩვენთან შეხვედრაზე. იყო შეხვედრა ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან პრემიერის ხელმძღვანელობით.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში შეიცვლება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ პრობლემა არის ამ მიმართულებით... ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, ამ სექტორს. მხედველობაში მაქვს დეველოპერები, სამშენებლო სექტორი. შესაბამისად, ცვლილებების განხორციელება აუცილებლად მოგვიწევს"-აცხადებს კალაძე.