13.ივნისი.2019 16:04
ეკონომიკა

კალაძე საბანკო რეგულაციების შეცვლას აანონსებს- "სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას"

კალაძე საბანკო რეგულაციების შეცვლას აანონსებს- "სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას"
თბილისის მერი კახი კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას საბანკო რეგულაციების გადახედვა მოუწევს. ამის შესახებ მან დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, საუბარია საბანკო რეგულაციების გადახედვაზე მხოლოდ სამშენებლო სექტორის მიმართულებით.

"ეს პრობლემა არაერთხელ იქნა დაყენებული სამშენებლო სექტორის მხრიდან ჩვენთან შეხვედრაზე. იყო შეხვედრა ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან პრემიერის ხელმძღვანელობით.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში შეიცვლება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ პრობლემა არის ამ მიმართულებით... ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, ამ სექტორს. მხედველობაში მაქვს დეველოპერები, სამშენებლო სექტორი. შესაბამისად, ცვლილებების განხორციელება აუცილებლად მოგვიწევს"-აცხადებს კალაძე.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

17.ივნისი.2019 00:20
218

პირველ რიგში, რას აქცევენ ყურადღებას ინვესტორები? - გერმანიის ელჩის მოსაზრება

ვრცლად
17.ივნისი.2019 00:10
395

მინისტრი: ოთხჯერ უფრო პატარაა დღეს ანაკლიის პორტი, ვიდრე თავიდან განიხილებოდა

ვრცლად
16.ივნისი.2019 23:02
732

„რატომღაც საქართველო ინვესტორებს ეძებს მხოლოდ 10-20 მილიონიანი ინვესტიციით“

ვრცლად
16.ივნისი.2019 22:00
565

რამ გააოცა გერმანიის ელჩი ქუთაისში?

ვრცლად
16.ივნისი.2019 21:00
325

“ფინანსთა სამინისტროში პრობიზნესური მართვის მოდელი დამხვდა” - ივანე მაჭავარიანი

ვრცლად
16.ივნისი.2019 20:10
357

მინისტრი: სიტყვები, როგორიცაა ინკლუზიურობა, მცირე ბიზნესი - სადღეგრძელოებად არ უნდა დარჩეს

ვრცლად