11.სექტემბერი .2019 11:22

კალაძე: დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების პრობლემაც მოგვარდეს

views 685
უკან

თბილისის მერიასა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, კომპანია „სვეტის“ დაუსრულებელ მშენებლობებს კომპანია „m2 კვადრატი“ გადაიბარებს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჯამში საუბარია „სვეტის“ დაზარალებულ 2500 ოჯახზე, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვა სამშენებლო კომპანიებისგან დაზარალდნენ.

მაგალითისთვის თბილისის მერს „ცენტრ პოინტი“ მოჰყავს და აცხადებს, რომ მერიას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა, „სვეტის“ მსგავსად ეს პრობლემა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებისთვისაც გადაწყდეს.

„მერიის, „m2 კვადრატისა“ და „სვეტის“ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის აქტიური მუშაობით დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია, 2500-მდე დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების მუშაობით პრობლემის გადაწყვეტა და მოგვარება, რომელიც აწუხებდა 2500 ოჯახს.

ეს წარმატება არ არის საბოლოო. ამ 2500 ოჯახის მსგავსად არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლოებისგან არიან დაზარალებულები. ამის მაგალთია „ცენტრ პოინტი“. აქტიურად ვმუშაობთ და მჯერა, ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. ანალოგიური დამოკიდებულება იქნება „ცენტრ პოიტის“ დაზარალებულებთან მიმართებაში.

დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემაც იქნას მოგვარებული და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ანალოგიურად მოხდება ამ პრობლემის მოგვარება, როგორც ეს იყო „სვეტის“ შემთხვევაში“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა