მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკულია: რვა თვეში ვერც თურნავა შეძლებს რადიკალურად განსხვავებული ტემპის შემოთავაზებას

5cbc292d2a834
შოთა ტყეშელაშვილი
22.04.19 09:04
905
"რვა თვეში ვერც ნათია თურნავა და ვერც სხვა ვერ შეძლებს რაღაც რადიკალურად განსხვავებული ტემპის შემოთავაზებას საზოგადოებისთვის, ვიდრე გიორგი ქობულიამ შემოგვთავაზა", - განაცხადა "Forbes-ის კვირის" ეთერში  პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

კაკულიას თქმით, მან იცოდა, რომ სამთავრობო გუნდში გიორგი ქობულიას გადაყენების შესახებ იყო საუბარი, თუმცა საბოლოოდ მისი გადაყენების შესახებ დეპუტატმა არა მთავრობის ადმინისტრაციისგან, არამედ - ტელევიზიიდან შეიტყო. 

პრემიერ-მინისტრის მიერ გიორგი ქობულიას გადაყენების მიზეზად დასახელებულ ტემპთან დაკავშირებით კი, დეპუტატი მიიჩნევს, რომ რვა თვის შემდეგ ასეთი ტემპის არარსებობა მამუკა ბახტაძეს "უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს."

"სამწუხაროდ, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმირების იმ ეტაპზე ვართ, როდესაც პარლამენტის როლი რაც უნდა იყოს, ეს წინ გვაქვს გამოწვევად. როგორც ფორმირება საპარლამენტო მართვის კულტურის. თქვენ შეგიძლიათ დამისვათ კითხვა და მე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდები ეს ტელევიზიით უნდა გამეგო თუ არა. მე ვიცოდი, რომ იყო კონსულტაციები. ამასთან დაკავშირებით ბატონ მამუკას მე ჩემი მოსაზრება ვუთხარი, და დასამალი არაფერი არ არის. ის შემპირდა, რომ ამას რა თქმა უნდა გამოასწორებდნენ და ეს ასე აღარ იქნებოდა. თუმცა ამის მიზეზი ის არის, რომ პარლამენტი, ჯერჯერობით, პოლიტიკის შემქმნელი ორგანო არ არის. თქვენ შეგიძლიათ მკითხოთ აბა რას აკეთებ? და მე ამ კითხვაზე პასუხად შემიძლია დავიფარო ქუდი და წავიდე სახლში და ვეცადო, რომ იქნებ ეს მოცემულობა დავამყარო. 

ვერ მივიღე ახსნა, ეს არ არის საკმარისი ახსნა და მე იძულებული ვარ, ამ ეტაპზე დავტოვო კომუნიკაციის რაღაც დეტალად, რომელიც მე არ ვიცი, რადგან რვა თვე იყო და რვა თვეზე ტემპი ახსენა, რვა თვის შემდეგ ეს დახვდება ქალბატონ ნათია თურნავასთან. რვა თვეში ვერც ნათია თურნავა და ვერც სხვა ვერ შეძლებს რაღაც რადიკალურად განსხვავებული ტემპის შემოთავაზებას საზოგადოებისათვის, ვიდრე გიორგი ქობულიამ შემოგვთავაზა.

რვა თვის შემდეგ პრემიერს მოუწევს ალბათ ამ უხერხულობაში ჩადგომა თავადაც. ალბათ იყო რაღაც ისეთი თემები, რომლებიც თუ ასე ჩათვალა პრემიერმა საჭიროდ ეს მისი პრეროგატივაა. ვერ ვიტყვით, რომ მან კანონი დაარღვია ამით. მან თავისი თავი ჩაიყენა ამ მდგომარეობაში და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და ტემპი იყოს უკეთესი. მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის," - ამბობს კაკულია.