13.ივნისი .2019 15:34

კაკაურიძე კახიძეს: არ გესმით მაკროეკონომიკა!

views 922
უკან

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე დასმულ კითხვას საკომიტეტო მოსმენაზე ხმაური მოჰყვა. 

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე, როგორ უნდა ამოვიდეს ქვეყანა ჭაობიდან? საკუთარი თავი ჭაობიდან მარტო მიუნჰაუზენმა ამოათრია თმაში რომ მოკიდა ხელი, როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენ ადგილობრივი ინვესტიციებით როგორ უნდა განვითარდეთ?,- ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთარ კახიძემ. 

კაკაურიძის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩანაცვლება ადგილობრივი ინვესტიციებით არის შესაძლებელი, რისთვისაც ადგილობრივი დანაზოგები უნდა განვითარდეს. 

“არ გესმით მაკროეკონომიკა ბატონო ოთარ!”- უპასუხა კაკაურიძემ. 

ხმაური საპარლამენტო მოსმენაზე:

კაკაურიძე: “დანაზოგი გაგიგიათ რა არის? დანაზოგი თუ არ შეიქმნა ქვეყანაში ისე ქვეყანა ვერასდროს ამოვა ჭაობიდან, მუდმივად FDI-ით ქვეყანა ვერ წავა წინ.” 

კახიძე: “რომელ დანაზოგზე მელაპარაკებით, როგორ უნდა დავზოგოთ, როდესაც უღარიბესი ქვეყანა ვართ ევროპის? მითხარით მთლიანი შიდა პროდუქტი რამდენია ჩვენი ქვეყნის?” 

კაკაურიძე: “41 მილიარდი ლარი.” 

კახიძე: “რა რესურსი არის აქედან ადგილობრივი ინვესტიციების? 

კაკაურიძე: “დაახლოებით ქვეყანაში კეთდება 27-28% ადგილობრივი ინვესტიციების.” 

კახიძე: “სულ რომ ეს ჩაბრუნდეს და არაფერი წაიღოს და ინვესტირდეს, რომ არ გავიდეს და არ დახარჯოს, მაინც ვერ ამოვალთ აქედან.” 

კაკაურიძე: “არ გესმით მაკროეკონომიკა! გეუბნებით, არ გესმით!” 

კახიძე: “თქვენ რომ გესმით, იმიტომ მიგყავთ ქვეყანა სწორად.” 

სერგი კაპანაძე: “ბატონო გიორგი, უნდა შევწყვიტოთ ახლა ეს პოლემიკა, კონკრეტული კითხვა დაგისვით, მაგრამ ვერ გაგვეცით პასუხი.” 

ირაკლი აბესაძე: “საერთოდ რაზე არის დისკუსია, დღეს საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი არის ანაკლიის პორტი და სახელმწიფო მდივანს დასჭირდა მთელი მთავრობის დატუქსვა და იმ განცხადების გაკეთება. ეს არის იმის შედეგი, რომ ინვესტიციები არ გვაქვს.” 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა