მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჟურნალის მოძრავი ყდა - რევოლუციური სიახლე Apple-სგან

5c9a33e88369e
ლევან თაღიაშვილი
27.03.19 00:10
589
Apple-მა ონლაინ მედია და სიახლეების კითხვა სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა.

აპლიკაცია „News+“ საშუალებას გაძლევთ, თავი მოუყაროთ 300-მდე სხვადასხვა ჟურნალს ერთ სივრცეში. მას უნიკალური პლატფორმა გააჩნია, რომელიც სპეციალურად სმარტფონის და პლანშეტისთვისაა შექმნილი.

განსაკუთრებული სიახლე მოძრავი ყდაა, რომელიც ისეთ ცნობილ ჟურნალებს ამშვენებს, როგორიცაა National Geographic, Essence და სხვა. აპლიკაცია ასევე მოიცავს Los Angeles Times-სს, The Wall Street Journal-ს და ა.შ.

Apple აქცენტს პერსონალური მონაცემების დაცვაზეც აკეთებს. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, კომპანიას არ ეცოდინება კონკრეტულად რომელ სტატიას კითხულობთ და შესაბამისად, რეკლამებიც არ შეგაწუხებენ.

წელიწადში თითოეული ჟურნალის გამოწერა $8000 დაგიჯდებოდათ, ონლაინ აპლიკაციით კი, თვეში $9.99 გადახდა მოგიწევთ და მისით სარგებლობა დღეიდან უკვე შესაძლებელია აშშ-სა და კანადაში; 2019 წლის ბოლოს ის ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთშიც გახდება ხელმისაწვდომი.