16.მაისი.2019 13:48
ეკონომიკა

"ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცულ თანამშრომლებზე - "პროცესები გარე ძალებისგან არის მართული"

"ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცულ თანამშრომლებზე -  "პროცესები გარე ძალებისგან არის მართული"
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს. მანგანუმის მადნის კონცენტრატის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოს განცხადებას BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

„15 მაისს, საღამოს საათებში ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშათა საერთო საცხოვრებლის 170-მდე თანამშრომელმა სამუშაო ადგილებზე გასვლაზე უარი განაცხადა. ისინი საკვების ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან მოლაპარაკება გუშინ საღამოსვე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ „ჯორჯიან მანგანეზისგან“ დასახელებული მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს, დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი განაცხადეს და მოთხოვნები შეცვალეს.
ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ისურვეს და ქუჩის საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

აქედან გამომდინარე, „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ ჭიათურაში, დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია“ - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები გუშინ გაიფიცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ავრცელებს.

"ჯორჯიან მანგანეზის" ცნობით, მაღაროელების მოთხოვნა გუშინ, საკვების ხარისხის გაუმჯობესება იყო, დღეს კი ხელფასების პოლიტიკის გადახედვა.

კომპანიის ინფორმაციით, საწარმოში სულ დასაქმებულია 3500-მდე ადამიანი, თუმცა, გაფიცულია დაახლოებით 170 მაღაროელი.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

19.აგვისტო.2019 21:00
91

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:16
3198

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:15
101

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:01
202

"Fitch-ი ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს"

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:15
127

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:02
67

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

ვრცლად