მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან ეარვეისი": მოსალოდნელ მგზავრთა 40%-მა ბილეთები უკან დააბრუნა

5d2de04cb0f0c
BM.GE
16.07.19 18:32
891
რუსეთის მიერ დაწესებული ავისანქციების გავლენით ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მოსალოდნელ მგზავრთა 40%-მა ბილეთები უკან დააბრუნა. ამის შესახებ ავიაკომპანიის კომერციული დირექტორის მოადგილე, თამუნა თანდაშვილი აცხადებს.

„20 ივნისიდან 16 ივლისამდე პერიოდში კომპანიის სატელეფონო ცენტრში შემოვიდა 431,716 ზარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ეს რიცხვი დღეში საშუალოდ 17-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

კომპანიის ქოლ-ცენტრმა მხოლოდ 56,706 ზარზე შეძლო პასუხის გაცემა, რომლის შედეგადაც განახორციელა 42,700 ოპერაცია. ეს ძირითადად ნიშნავს ბილეთების გადაჯავშნას, დაბრუნებას ან თარიღების ცვლილებას. კითხვები ისმის რეისებთან, ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მოსალოდნელ მგზავრთა 40 % უკან აბრუნებს ბილეთს.

კომპანიისთვის გაუქმებული ფრენები სერიოზულ დანაკლისს წარმოადგენს . ამიტომ მგზავრებს და პარტნიორ სააგენტოებს ვთხოვთ გაითვალისწინონ ავიაკომპანიაში შექმნილი მდგომარეობა“-აცხადებს „ჯორჯიან ეარვეისის“ კომერციული დირექტორის მოადგილე.