01.აპრილი .2016 15:31

ჯორჯ ველტონი: გამომძიებლებსა და აუდიტორებს შორის პასუხისმგებლობა კანონით უნდა გაიყოს

views 1266
უკან

ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ ველტონი თვლის, რომ საგადასახადო რეფორმის წლის შუა პერიოდში განხორციელება გარკვეულ პრობლემებს შექმნიდა. მისივე თქმით, რეფორმაში საფინანსო სექტორის 2017 წლიდანვე ჩართვა, ქართულ საბანკო სფეროზე დადებითად აისახებოდა. როგორც ჯორჯ ველტონმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა ბიზნესის ყველა სექტორი თანაბრად უნდა იყოს აღქმული.
 
ასევე, როგორც ჯორჯ ვოლტონმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში ძალაში შევიდეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის პაკეტიც, რომელზეც როგორც ვოლტონი აცხადებს, მუშაობა მიმდინარეობს.

"დღეს საკმაოდ დიდ ხანს მიმდინარეობს შემოწმება და ანალიზი. ამგვარი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გამოყენება კი ბიზნესებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
 
პრობლემა გახლავთ ისიც, რომ წარსულში საგამოძიებო სამსახური, ე.წ. საგადასახდო პოლიცია აგრესიულ პოზიციას იკავებდა. თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ კომპანიები დამნაშავეები იყვნენ. ამჟამად, კანონმდებლობაში არსებობს ზვარი, რომლის ზემოთაც, თუ გედავებიან, მაშინ შეიძლება მიუდგე კომპანიის ხელმძღვანელს, როგორც სავარაუდო დამნაშავეს", - აცხადებს ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი. მისივე თქმით, საჭიროა კადრების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით მუშაობაც.

„კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომელიც გაყოფს პასუხისმგებლობას გამომძიებლებსა და აუდიტორებს შორის, რომ საგადასახადო პოლიცია ბიზნესებში შესამოწმებლად არ შევა", - განაცხადა ჯორჯ ველტონმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა