მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეიმი ოლივერის რესტორნების ქსელი გაკოტრდა - 1300 თანამშრომელი უმუშევარი რჩება

5ce506584fa65
მიშა ხაჩიძე
22.05.19 12:19
880
ჯეიმი ოლივერის რესტორნების ქსელი გაკოტრდა.

ცნობილი ბრიტანელი ტელევარსკვლავისა და მსოფლიოში განთქმული მზარეულის ჯეიმი ოლივერის კომპანიამ დიდი ბრიტანეთში გადახდისუუნარობის შესახებ განაცხადა.

„ძალიან ვწუხვარ, ასე რომ განვითარდა პროცესები, ჩემს თანამშრომლებს დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ბოლო წლებში ამ კომპანიაში გულითა და სულით მუშაობდნენ“, - ნათქვამია ჯეიმი ოლივერის განცხადებაში.

BBC -ის ინფორმაციით, გაკოტრების შედეგად, რესტორნების ქსელ Jamie's Italian-ში დასაქმებული 1300 ადამიანი უმუშევარი რჩება.

პოპულარულმა სატელევიზიო მზარეულმა ქსელი 2008 წელს დაარსა. დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, მას 25 ფილიალი ჰქონდა.