15.მარტი.2019 12:44
საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო "აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" დროებითი მმართველის დანიშვნის რეკომენდაციით გამოდის

ჯანდაცვის სამინისტრო "აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" დროებითი მმართველის დანიშვნის რეკომენდაციით გამოდის
ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელ შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების მდგომარეობისა და სარფთხეების შესწავლა/შეფასება.

ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თანარ გაბუნიამ. მისი განმარტებით შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს სანებართვო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღნიშნულის გამო ჯერ კიდევ 2018 წლის 3 აპრილს სსიპ-სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დაწესებულება იყო დაჯარიმებული, თუმცა აუდიტის დასრულების პერიოდისთვისაც კი(2019 წლის მარტი) მენეჯმენტის მხრიდან სანებართვო პირობების გასაუმჯობესებლად კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. რეალურად დაწესებულება დღეისთვის დგას ნებართვის გაუქმების საფრთხის წინაშე.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ცენტრს მიმწოდებელთა მიმართ უფიქსირდება 165 615,0 ლარის ოდენობით კრედიტორული დავალიანება. დავალიანების მიზეზების შესწავლისას გამოვლინდა შემდეგი:

ცენტრმა ვერ შეასრულა სსიპ-ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული ბიზნეს-გეგმა. ბიზნეს გეგმაში ხელოვნურად მოხდა კვებისა და მედიკამენტების ხარჯების შემცირება და გაიზარდა სახელფასო და სხვა ხარჯები. დაწესებულების მენეჯმენტმა ხელფასის სახით გასცა ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებულზე 81 624,0 ლარით მეტი თანხა, რაც გახდა ცენტრის კრედიტორული დავალიანების წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი.

ამდენად, ცენტრის 2018 წლის ბიზნეს-გეგმა თავიდანვე ისე განისაზღვრა მენეჯმენტის მიერ, რომ ვერ უზრუნველყოფდა ცენტრის საჭიროებებს, რაც გახდა ცენტრის კრედიტორული დავალიანების წარმოქმნის კიდევ ერთი მიზეზი.

დავალიანების წარმოქმნა ძირითადად გამოიწვია ცენტრის მენეჯმენტის არასწორმა ფინანსურმა პოლიტიკამ. ამდენად, ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება დგას რეალური საფრთხის წინაშე.

აღნიშნული დარღვევებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა გასცა შემდეგი რეკომენდაციები:

1. შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების მდგომარეობისა და სარფთხეების შესწავლის/შეფასების შესახებ ანგარიში გადაეგზავნოს სსიპ-სახელმწიფოქონებისეროვნულსააგენტოს, რათა განიხილოს ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი;
2. დაისვას საკითხი სსიპ-სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წინაშე განიხილოს დაწესებულებაში დროებითი მმართველის დანიშვნის საკითხი.

დროებითი მმართველის შესთვილთანავე უმოკლეს ვადაში გაიწერება დაწესებულების რეაბილიტაციისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების დეტალური გეგმა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

23.აგვისტო.2019 18:53
89

23 აგვისტო - სახელფასო სხვაობის დღე საქართველოში

ვრცლად
23.აგვისტო.2019 18:31
222

"ფორსაჟის" გადაღებებისთვის, 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:15
44

გარემოს ეროვნული სააგენტო: ტყის ხანძრის გაჩენის რისკები იზრდება

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:50
131

"ტექინსპექტირების რეფორმას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, გაზრდილია კორუფციის რისკები"

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:10
84

რა ეტაპზეა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა – პროექტის ღირებულება 19 მლნ ლარია

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:35
82

ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა

ვრცლად