03.მარტი.2016 16:15
ეკონომიკა

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხს რეგისტრაციის პროცესშივე შეამოწმებს

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხს რეგისტრაციის პროცესშივე შეამოწმებს
მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მკაცრდება. სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხს რეგისტრაციის პროცესშივე შეამოწმებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით მაჭარაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, დღეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მედიკამენტების მხოლოდ შერჩევით კონტროლს ახორციელებს. მისი თქმით, გასულ წელს 9 წუნდებული ფარმაცევტული პროდუქტი დაფიქსირდა, რომელიც შემოტანილი იყო სარეგისტრაციოდ და რომლის დაშვება არ მოხდა ბაზარზე.

"ცვლილებები სწორედ ამ გამოწვევებმა განაპირობა. დაგეგმილია ხარისხის კონტროლი განხორციელდეს როგორც ადგილობრივ ლაბორატორიაში, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტირებულ ევროპულ ლაბორატოროებში. სწორედ საკანონმდებლო ვაკუუმმა დაგვაყენა იმ გამოწვევის წინაშე, რომ საკანონმდებლო ბაზაში არის შესატანი ცვლილებები", - აცხადებს დავით მაჭარაშვილი.

როგორც დავით მაჭარაშვილი აცხადებს, საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების დაშვება ძალიან მარტივია, როგორც სარეგისტრაციო ვადის, ისე მოსაკრებლის გათვალისწინებით.

"ესეც გვაყენებს გარკვეული პრობლემის წინაშე, რადგან მცირე დროში ექსპერტები ვერ ახერხებენ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულად შესწავლას, თუმცა დოკუმენტაციის მოთხოვნაც არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან", - აცხადებს დავით მაჭარაშვილი.

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამა ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე წლის დასაწყისში წარადგინა. როგორც დავით სერგეენკომ მაშინ განმარტა, პროგრამა მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებასაც, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა. ასევე, თუ აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა შერჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს მედიკამენტების ხარისხი საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმდება.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

17.ივლისი.2019 18:36
21

ტურიზმის სექტორის რა რეკომენდაციები გაითვალისწინა მთავრობამ?- მინისტრის განმარტება

ვრცლად
17.ივლისი.2019 18:20
116

მთავრობის ე.წ ანტიკრიზისულ გეგმას კიდევ ერთი პუნქტი ემატება

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:47
114

ნათია თურნავა ლავროვს პასუხობს -„ამ განცხადების პათოსი არახალია“

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:29
159

"საქართველოს ეკონომიკა გაძეძგილია რუსული კომპანიებით"

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:11
202

"არ შეიძლება, ტურიზმი ქვეყნის განვითარების მთავარი დარგი იყოს"

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:03
130

კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება

ვრცლად