13.აგვისტო.2019 16:10
საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრმა კერძო სექტორის ხედვები მოისმინა, როგორც ჯანდაცვის ისე შრომის უსართხოების- უბედური შემთხვევების დაზღვევის მიმართულებით.

საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივებსა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს.

„მხარეებმა იმსჯელეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და გამოწვევებზე. ასევე განიხილეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების მიმართულებები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსაც, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრას ოცამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

ავტორი: თელარა გელანტია

23.აგვისტო.2019 18:31
27

"ფორსაჟის" გადაღებებისთვის, 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:15
39

გარემოს ეროვნული სააგენტო: ტყის ხანძრის გაჩენის რისკები იზრდება

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:50
125

"ტექინსპექტირების რეფორმას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, გაზრდილია კორუფციის რისკები"

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:10
75

რა ეტაპზეა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა – პროექტის ღირებულება 19 მლნ ლარია

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:35
82

ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:11
63

სოფელ საყავრეში ხანძარი ლოკალიზებულია

ვრცლად