მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯანდაცვა დღეს დამსგავსებულია ნათელმხილველების კონკურსს"

5d0fa50ea6c99
ელენე გოგბერაშვილი
24.06.19 09:40
4904
„ჯანდაცვა დღეს დამსგავსებულია ნათელმხილველების კონკურსს“- ასე ეხმაურება გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში ჰიპერდიაგნოსტიკის პრობლემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„შეჯიბრია, ჩვეულებრივი სატელევიზიო შოუა, ნათელმხილველები სხედან და ამბობენ, მოდი ახლა ეს ვცადოთ, ეს გავაკეთოთ, ვნახოთ რა შედეგს მოგვცემს?

ერთიანი მიდგომა არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი არის განვითარება-საზღვრის გახსნა, გლობალიზაცია და ქართული ბიზნესის საზღვარგარეთ გატანა. უცხოეთში მიღებული განათლებით პროფესიონალების ჩამოყვანა და ჩვენთან დასაქმება.

დღეს საქართველოში ძალიან ბევრი სასახელო ექიმი გვყავს, რომელიც დაფრინავს სხვადასხვა ქვეყნებში და ატარებს მასტეკლასებს. ამ ადამიანების სახელები თითზე ჩამოსათვლელია. ეს ადამიანები ქმნიან უცხო ქვეყნის დოვლათს, როცა შეუძლიათ ადგილზე შექმნან.

საჭიროა საერთაშორისო გამოცდილების მიღება, საჭიროა ჩამოვაცილოთ ყველა ნათელმხილველი ამ საქმეს. მედიცინას არ სჭირდება ნათელმხილველები, მედიცინას აქვს კითხვა და ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

ეს პასუხი შეიძლება ძალიან ხშირად არ მოგვეწონოს, მაგრამ პასუხი არის ესეც. ამ პასუხის გასაცემად საჭიროა მაღალი დონის განათლება და მაღალი დონის დიაგნოსტიკა“-აცხადებს გიორგი ჩალაძე.

მისი თქმით, სახელმწიფომ და ასევე ბიზნესმა უნდა უზრუნველყოს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მოქალაქეებისთვის ამ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„თუ ჩვენ დავიწყებთ სიმსივნის დიაგნოსტიკას და დავსვავთ ქალბატონს მიკროსკოპთან, დავიწყებთ გარკვევას რამდენად შესაძლებელია აქ იყოს სიმსივნე, პასუხი გვექნება იგივე, რაც მანამდე გვქონდა -სავარაუდო სიმსივნე.

ამ დროს მთელს მსოფლიოში ამ კითხვებზე პასუხს სცემს პატარა ჩიპი, ეს არის ბიოტექნოლოგია, ძვირი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული პასუხის გაცემა. ამ მიღებული პასუხით ექიმს ხელში უჭირავს სწორი დიაგნოზი და ზუსტად იცის კონკრეტული გაიდლაინები დიაგნოზის შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს.
თვითშემოქმედების ადგილი მედიცინაში არ არის. არ არის საჭირო დაკავება მცდელობებით.

ბევრი იტყვის ასეთი ხელმისაწვდომი რომ იყოს ხომ ყველა გაიკეთებდაო? დიახ, პასუხი არ არის ძვირია და ვერ ვაკეთებ. პასუხი არის ძლიერ სახელმწიფოში, აი ეს ძვირადღირებული ტექნიკა უნდა გახადონ ხელმისაწვდომი, ამის საშუალება დღეს არის.

მე თუ არ შემიძლია, არის სახელმწიფო, რომელიც უნდა დამეხმაროს და გამიკეთოს. სახელმწიფოში არ იგულისხმება მხოლოდ პასუხისმგებლიანი მთავრობა, სახელმწიფოში იგულისხმება პასუხისმგებლიანი ბიზნესი. ბიზნესი არ შეიძლება იყოს სარდაფში გახსნილი ცენტრი, ვინც იცის ეს საქმე, იმან უნდა აკეთოს საერთაშორისო გაიდლაინებით.
ბიზნესში პოლიტიკურ ენას და განსაკუთრებით სამედიცინო ბიზნესში მხოლოდ და მხოლოდ მივყავათ ჰიპერდიაგნოსტიკამდე, არასწორ დიაგნოსიტიკამდე და დაგვიანებულ შედეგებამდე“-აცახდებს გიორგი ჩალაძე.