მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში საკრედიტო ბარათების რაოდენობა შემცირდა

5d5bcb105f2b3
თელარა გელანტია
20.08.19 14:55
820
მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსთვის მიმოქცევაში 671,891 საგადახდო საკრედიტო ბარათი იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ივნისთან შედარებით, ივლისში საკრედიტო ბარათების რიცხვი 675,512-დან 671,891-მდეა შემცირებული.

სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობის მხრივ ყველაზე აქტიური 2019 წლის იანვარი იყო 725,293 ბარათით; შემდეგი თვეების განმავლობაში კი, საკრედიტო ბარათების რაოდენობა ძირითადად, მცირდებოდა.

ცნობისთვის: საკრედიტო ბარათზე ბანკის მიერ დამტკიცებული თანხაა განთავსებული. ლიმიტი განისაზღვრება კლიენტის შემოსავლისა და საკრედიტო ისტორიის გათვალისწინებით. მომხმარებელს შეუძლია აღნიშნული საბანკო კრედიტით გააკეთოს შენაძენი, გაანაღდოს თანხა. საკრედიტო ბარათებზე განაღდების საკომისიო საკმაოდ მაღალია, თუმცა გადახდებით ათვისებულ ლიმიტზე პროცენტი გაცილებით ნაკლებია.