მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისის დასაწყისში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საქართველოში ჩამოვლენ

5d0b3a0e51edc
ლიკა გურაბანიძე
20.06.19 20:00
1123

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისის პირველი კვირის ბოლოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საქართველოში ჩამოვლენ.

როგორც სურგულაძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, თბილისში ისინი სამ სრულ სამუშაო დღეს დაყოფენ და სხვა საკითხებთან ერთად, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობაც უნდა დაიწყონ.

„იქნება პირველი სხდომა, შესაძლოა მეორეც. პირველ რიგში თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ასევე, ისინი მომავალი სამუშაო გეგმების და განრიგის შესახებ მონახაზს გააკეთებენ.

მათ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა უნდა დაიწყონ. ჩვენ დედლაინს ვერ განვუსაზღვრავთ, ალბათ ისინი ამ ვადებს თავად დაადგენენ. არ მგონია ეს დიდხანს გაიწელოს. ისინი პროფესიონალები არიან და ასეთი დოკუმენტები ხშირად დაუწერიათ. არსებობს სტანდარტები რა უნდა იყოს ამ დოკუმენტში და ეს ჩვენ რეალობასთან მორგებული უნდა იყოს. ეს იქნება მთავარი საკითხი, რომ ჩვენ ბაზარზს საინვესტიციო პოლიტიკა მოარგონ.

სურგულაძის განცხადებითვე, როდესაც საქართველოში საინვესტიციო საბჭოს წევრები ჩამოვლენ, ისინი ხელშეკრულებებს გააფორმებენ. როგორც სურგულაძე აღნიშნავს, ანაზღაურებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი ამ ეტაპზე არ შეუძლია.