მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა - "ორ ოლქში მეორე ტურის ალბათობა არსებობს"

5ce1159677154
თელარა გელანტია
19.05.19 12:35
1598
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი გააკეთა.

ივანიშვილმა საკუთარ არჩევანი მთაწმინდაზე გააკეთა.

„ქართველი ხალხი დღეს ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. როგორც მთაწმინდაზე, ისე სხვა ოლქებშიც აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ და დღევანდელი შუალედური არჩევნები, ისევე როგორც ბოლო წლებში, ქართველი ხალხის სწორი არჩევანით ჩევნ მოვახერხებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ... ორ ოლქში მეორე ტურის ალბათობა არსებობს, მაგრამ იქაც ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით ჩვენი კანდიდატები გაიმარჯვებენ“, - განაცხადა ივანიშვილმა, მაგრამ მას ოლქები არ დაუკონკრეტებია. 

ცნობისთვის: დღეს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებია. აღნიშნული საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

შეგხსენებთ: დღეს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები გაიმართება 410 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში, რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდება.
არჩევნების დღეს გააშუქებს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი.

19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.