17.ივლისი.2019 12:54
ეკონომიკა, საზოგადოება

ივანიშვილი: "იმენნა რუსი ტურისტი რომ შემოდის...უკაცრავად, რუსული სიტყვა გამოვიყენე"

ივანიშვილი: "იმენნა რუსი ტურისტი რომ შემოდის...უკაცრავად, რუსული სიტყვა გამოვიყენე"
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს "ტურისტულ ემბარგოსთან" დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. საკითხის კომენტირებისას ივანიშვილმა რუსული სიტყვა გამოიყენა, რისთვისაც შემდგომ ბოდიში მოიხადა. 

ექსპრემიერმა ასევე თქვა, რომ ოკუპაციაზე სრულად პასუხისმგებელი არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". 

"ნაციონალებს უნდათ რუსის ტურისტი კი არა, ჯარისკაცი შემოვიდეს საქართველოში. ეს ოკუპაციაც ლომის წილი მათზეა. რომ არა ამათი დაუდევრობა, ამათი ღალატი, ამათი ქცევა რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, იმას არანაირი გამართლება არ აქვს. დღეს რომ გულზე იხატავენ "არა ოკუპაციას", "არა ოკუპაციას" ვის ეუბნებიან ესენი? მათ მოახერხეს ეს ოკუპირება ქართული მიწების. მათ უნდა მოსთხოვონ პასუხი, მათ მოახერხეს. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მომხდარიყო ოკუპაცია. რისი თქმა მინდა კიდევ დამატებით, ის რომ ტურისტი შემოდის, იმენნა რუსი ტურისტი რომ შემოდის... უკაცრავად რუსული სიტყვა გამოვიყენე. ის რომ ვაჭრობა გვაქვს და სავაჭრო ურთიერთობები უნდა გვქონდეს, ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მოვახერხოთ და პოლიტიკოსების მიერ დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ. დიდი დიპლომატიაა რასაც ტურიზმი აკეთებს,"- ამბობს ივანიშვილი.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

21.აგვისტო.2019 15:01
184

2020 წლიდან „RYANAIR“ 9 ახალ მიმართულებას დაამატებს - მათგან ერთ-ერთია კიოლნი

ვრცლად
21.აგვისტო.2019 14:41
367

სამი მიმართულება, სადაც „RYANAIR“ ქუთაისის და თბილისის აეროპორტებიდან ნოემბრიდან იფრენს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 14:26
208

"RYANAIR“ ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან ნოემბრიდან იფრენს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 14:15
137

სამთავრობო პროგრამის ბენეფიციარს მთავრობისავე გადაწყვეტილების გამო, პრობლემა შეექმნა

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:56
33

adjarabet.com პროექტ „არიქას“ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:29
51

"ზედაზენი" Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვან ღონისძიებების სპონსორია

ვრცლად