მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს “ლიბერთის” “გამარტივებული იპოთეკური სესხი”?

BM.GE
26.10.22 10:28
613
რამდენიმე დღის წინ ლიბერთიმ ახალი პროდუქტი ‘გამარტივებული იპოთეკური სესხი’ წარადგინა. გამარტივებული იპოთეკური სესხი, ბინის ღირებულების 100%-იან დაფინანსებას 0% თანამონაწილეობით გულისხმობს. ბანკში ამბობენ, რომ შეთავაზება მიზნად მომხმარებლისთვის ბინის მარტივად შეძენასთან ერთად, დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას ისახავს. რას გულისხმობს ახალი პროდუქტი, რა შეთავაზებაა სესხის მომსახურებით მოსარგებლისთვის და რას სთავაზობს დეველოპერულ სექტორს? 

სტუმრები: ანი ჯიბლაძე - "ლიბერთის" საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი;
ელენე ლაშქარაშვილი - "ლიბერთის" საკრედიტო და დეველოპერული მიმართულების განყოფილების უფროსი;