15.აპრილი.2019 13:16
ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ივანე მაჭავარიანი სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს (Mr. Tao Zhang) შეხვდა.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე. განიხილეს სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში, რომელიც სრულად უჭერს მხარს მთავრობის რეფორმების გეგმას. იმსჯელეს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე წელს და საშუალოვადიან პერიოდში, მიმოიხილეს სტრუქტურული რეფორმების დინამიკა.

„ძალიან კარგი დისკუსია გავმართეთ ქართულ დელეგაციასთან, რომელსაც ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდნენ. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი, აღწევს დიდ პროგრესს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი როგორც ყოველთვის, გააგრძელებს მხარდაჭერას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა, სავალუტო ფონდის პროგრამის ჩათვლით, ძალიან კარგად მიმდინარეობს", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ.
ავტორი: თელარა გელანტია

20.ივნისი.2019 21:20
301

"ნათია თურნავას აქვს შანსი, რომ იყოს მაგარი მინისტრი" <Video>

ვრცლად
20.ივნისი.2019 20:00
299

ივლისის დასაწყისში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საქართველოში ჩამოვლენ

ვრცლად
20.ივნისი.2019 18:59
200

Nexia TA-მ Nexia International-ის ინტერ-რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

ვრცლად
20.ივნისი.2019 18:00
413

"საპენსიო სისტემას ძირითადად კერძო სექტორში დასაქმებულები ტოვებენ"

ვრცლად
20.ივნისი.2019 17:57
598

„მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა“

ვრცლად
20.ივნისი.2019 17:20
1297

თემურ ჭყონია: კალაძე მაგარი მერია.. დედას ვფიცავარ <VIDEO>

ვრცლად