15.აპრილი.2019 19:14
ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა

ივანე მაჭავარიანი სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა.

შეხვედრაზე შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, დაისახა ახალი მიმართულებები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ფისკალური სტაბილურობა. საუბარი შეეხო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შემდგომი მოდერინზაციის გეგმას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო ქვეყანაში.

„ძალიან კონსტრუქციული განხილვა გვქონდა საჯარო ფინანსების მართვის, აგრეთვე, საგადასახადო პოლიტიკისა და შემოსავლების ადმინისტრირების მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ. საგაზაფხულო შეხვედრების ფორმატში, ჩვენ საქართველოს ვიყენებთ როგორც ძალიან კარგ მაგალითს მმართველობის კუთხით მიღწეული პროგრესის საჩვენებლად", - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.
ავტორი: თელარა გელანტია

18.ივლისი.2019 11:17
0

,,მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისგან მივიღოთ ინფორმაცია მომავალი პროექტების განხორციელების თაობაზე“

ვრცლად
18.ივლისი.2019 10:47
241

“ფორსაჟი 9”-ის ეპიზოდის საქართველოში გადაღებაზე ჰოლივუდი 31 მლნ-მდე ლარს დახარჯავს

ვრცლად
18.ივლისი.2019 09:40
594

ვიცემერი: რუსთავამდე მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2020 წელს დაიწყება

ვრცლად
18.ივლისი.2019 09:00
277

„თუ არ იქნება იაფიანი კრედიტები და სახელმწიფოსგან ხელშეწყობა, ეს ქვეყანა თავისით ვერ განვითარდება"

ვრცლად
17.ივლისი.2019 23:00
274

„ქართული ზეთისხილი“ და KTW ჯგუფი ერთობლივ კომპანიას აფუძნებენ

ვრცლად
17.ივლისი.2019 22:00
568

რა ღირს აგარაკის დაქირავება თბილისის შემოგარენში?

ვრცლად