მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: საქართველოს 2.5-ჯერ მეტი მოსამართლე სჭირდება

5cc0aa30178c8
შოთა ტყეშელაშვილი
24.04.19 22:28
1055
"მოსამართლეთა კორპუსი არ ჰყოფნის და ვერ აუდის იმ საქმეებს და იმ რაოდენობას, რაც ჩვენი ზომის ქვეყანას სჭირდება," - განაცხადა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის შეფასებით, მოსამართლეთა ნაკლებობა დღეს სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. 

მინისტრის თქმით, რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებების სანდოობას, ან საკუთრების უფლების დაცულობას, არაერთი კრიტერიუმები აჩვენებენ, რომ დღეს საქართველოში წინა წლებთან შედარებით საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტი გაუმჯობესებულია. 

"დარწმუნებული ვარ, რომ საკუთრების უფლება ასე დაცული საქართველოში არასდროს ყოფილა. არამგონია, რომ სასამართლოს რეფორმა და ბოლო დროს არსებული თემები უკავშირდებოდეს უსათუოდ საკუთრების უფლებას ან უშუალოდ ეკონომიკურ თემებს.

მე მინდა, გითხრათ სად ვხედავ პრობლემებს ამ ნაწილში, მე ვხედავ პრობლემებს, რომ ჩვენთან სასამართლო, როგორც სერვისის მომწოდებელი, შედარებით ნელია და ვხედავ რომ არის საქმეები, რომლებიც დროზე მეტად იჭიმება. ამას თავის ახსნაც აქვს, მე მგონია, რომ ჩვენ გაცილებით მეტი მოსამართლე გვჭირდება ვიდრე გვყავს. მე როგორც ვიცი, საშუალო ევროპულ სტანდარტს მოსამართლეთა რაოდენობით ჩვენ ჩამოვრჩებით 2-2.5 ჯერ. ეს შესაბამისად, იწვევს ზუსტად იმას, რომ ვერ აუდიან საქმეებს და ასე შემდეგ. ეს გამოკვეთილი ერთ-ერთი ვიწრო ყელია ამ საკითხის.

მე ექსპერტი ნამდვილად არ ვარ ამ საკითხის, მაგრამ ვიცი რომ ზოგადად საქმეები იწელება და დიდი ხნის განმავლობაში არის დაკიდებული სასამართლოში. ამას ბიზნესიც ამბობს, ამას ჩვენც ვხედავთ.

სანდოობის კუთხით კი, უამრავი სტატისტიკა იყო წარმოდგენილი თუ როგორ არის გაუმჯობესებული," - ამბობს მაჭავარიანი.