15.აპრილი.2019 18:20
ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ივანე მაჭავარიანი EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს იურგენ რიგტერინკს (Jürgen Rigterink) შეხვდა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები ისეთი მიმართულებით როგორიცაა: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, განათლების სფერო, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა.

განსაკუთრებით აღინიშნა, ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების, დეპოზიტების დაზღვევის სისტემისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის ჩარჩო მექანიზმის ამოქმედების მიმართულებით.

საუბარი, ასევე, შეეხო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს. ყურადღება გამახვილდა საპენსიო რეფორმის მიმდინარეობასა და მის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის. ამ დრომდე, ჩვენ საქართველოში უკვე განვახორციელეთ 3,3 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტირება და იმედი გვაქვს, მომავალ წლებში გავაკეთებთ ბევრად უფრო მეტს" ,- განაცხადა ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დაესწრო.
ავტორი: თელარა გელანტია

24.აპრილი.2019 17:34
52

„ჩაგჩურჩულეს? წერილი მოგწერეს?“, - გოცირიძის კითხვა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:18
131

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პირველი კომენტარი TBC-ზე: ჩვენი ქმედება სწორი იყო

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:00
59

ეკონომიკის სამინისტრო: 2030 წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა დაახლოებით, 33%-ით გაიზრდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:35
63

ბიზნესომბუდსმენის აპარატი ტრანზიტული საქონლის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითხოვს

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:23
162

"სადისტრიბუციო კომპანიებსა და სავაჭრო ობიექტებს შორის ურთიერთობა რეგულირებადი გახდება"

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:00
80

რატომაა კარგი ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის დაწყება? - მწარმოებელთა ფედერაციის მოსაზრება

ვრცლად