მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი - 60,000 ლარი მაქვს დანაზოგი და ძალიანაც წყნარად ვგრძნობ თავს

5cbefb62c9c4d
შოთა ტყეშელაშვილი
23.04.19 15:51
1400
"გინდათ ახლა გითხრათ რამდენი მაქვს დანაზოგი ლარში? განახებთ თუ გნებავთ. 60,000 ლარამდე და ძალიან წყნარადაც ვგრძნობ თავს,"- მიმართავს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპული საქართველოს დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილს. 

საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტის სხდომაზე მინისტრს საბანკო რეგულაციების შესახებ დაუსვეს კითხვა, რაზეც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს დეპუტატის ხათუნა გოგორიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ მას უცხოურ ვალუტაში აქვს შემოსავალი სიცრუეს წარმოადგენს. თავად გოგორიშვილმა უარყო მინისტრის ეს განცხადება და თქვა, რომ ის მხოლოდ საიჯარო შემოსავლებზე საუბრობდა, რომლებსაც მინისტრი უცხოურ ვალუტაში იღებს. 

საკომიტეტო მოსმენაზე მაჭავარიანმა თქვა, რომ გოგორიშვილი მისი შემოსავლების "გამოფენას ცდილობს", თავად ის კი ამ რიცხვებს არ გაურბის და ოს ამით ამაყობს. მინისტრმა განაცხადა, რომ ის მზადაა დეპუტატებს საკუთარი დანაზოგიც აჩვენოს, რაც 60,000 ლარს შეადგენს. 

ივანე მაჭავარიანი:

"ქალბატონმა ხათუნა გოგორიშვილმა თქვა რომ “თქვენ დოლარში გაქვთ შემოსავალიო” თითქოს ეს ასე იყოს."

ხათუნა გოგორიშვილი: 

"ტყუილს ამბობთ, მე ვთქვი რომ თქვენ მხოლოდ იჯარიდან გაქვთ დოლარის შემოსავალი. გადაბრუნებას თავი დაანებეთ. თქვენ არ გქონიათ შემოსავალი დოლარში, თქვენ სამსახურში იღებდით ლარს."

ივანე მაჭავარიანი:

"თქვენი მთავარი მიზანი იყო აქ გამოგეფინათ ჩემი შემოსავალები, რომლებითაც მე ვამაყობ და ვიამაყებ. რაც შეეხება რეგულაციებს, კითხვა იყო იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის მაღალი დოლარიზაცია. რას ნიშნავს ეს? - ადამიანები, რომელთაც რამე ტიპის ვალდებულება აქვთ, და მცირე შემოსავალი აქვთ ლარში. თორემ ვისაც 100,000 თვეში აქვს, იმას რა თქმა უნდა არც ეხება ეს რეგულაცია. ვისაც დაბალი შემოსავლი აქვს და ვალდებულებები აქვს დოლარში, ძალიან ხშირად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. ეს არის მოცემული ფაქტი. ჩვენ გვაქვს მოცემული დილემა საბოლოო ჯამში, ერთი რომ ადამიანი ვისაც აქვს იპოთეკა დოლარში და შემოსავალი ლარში, ყოველდღიურად ყაზბეგის გამზირზე ხედავს რა მოუვიდა კურსს და მაგაზე ნერვიულობს, ჩვენ მცურავი გაცვლითი კურსი უნდა შევინარჩუნოთ, შესაბამისად ამ მოწყვლადობის მინიმიზაცია ხდება ამ ცვლილებით. რა შუაშია ჩემი შემოსავალი ან სხვა მაღალშემოსავლიანი ადამიანები თავად გადაწყვეტენ. გინდათ ახლა გითხრათ რამდენი მაქვს დანაზოგი ლარში? განახებთ თუ გნებავთ. 60,000 ლარამდე და ძალიან წყნარად ვგრძნობ თავს."