მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

5d2de8137bcf2
BM.GE
16.07.19 19:05
1064
იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალური გამოცემები ავრცელებენ.

სპეცოპერაცია სახელწოდებით Kai Kai - სან მარიატოს კარაბინერების მიერ ჩატარდა.

დაკავებული მამაკაცებს 2017-2018 წლებში პიზას, ფლორენციისა და პოსტოიას პროვინციებში საცხოვრებელი სახლებისა და სავაჭრო დაწესებულების ძარცვა ედებათ ბრალად. ასევე, როგორც საგამოძიებო სამუშაოების პროცესში გაირკვა, ქართველებს კრიმინალური დანაშაული პოლონეთშიც აქვთ ჩადენილი.

ოპერაციის ფარგლებში ქართველი მამაკაცები საცხოვრებელი სახლებიდან აიყვანეს. ამ დროისთვის, ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილნი.