მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

5cb88dd3358bd
ლევან თაღიაშვილი
19.04.19 00:23
825
მსხვილი კომპანიებისთვის Ipo-ს გამოშვება ანუ აქციების საჯაროდ შეთავაზება განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ხშირად ხდება, როდესაც კომპანია ძალიან პოპულარულია და მის აქციებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რაც ცხადია, რიცხვებზეც აისახება.

Investopedia-ს მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით, მე-10 ადგილი Deutsche Telekom-მა დაიკავა, რომელიც გერმანული სატელეკომუნიკაციო კომპანიაა და მისი 1996 წელს განხორციელებული პირველი Ipo-ც საკმაოდ წარმატებული გამოდგა, რომლის შემდეგაც კომპანიამ $13 მილიარდი დოლარი მიიზიდა.

მეცხრე პოზიციაზე Facebook-ია, რომელმაც 2012 წელს $16 მილიარდი მიიზიდა აქციების გაყიდვის გზით.

მე-8 ადგილი იტალიურ კომპანიას Enel-ს ეკუთვნის, რომელიც ბუნებრივ აირს და ელექტროენერგიას ყიდის. მისი Ipo 1999 წელს განხორციელდა და ღირებულება $17.4 მილიარდი დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ Enel-ის პროდუქციას მსოფლიოს მასშტაბით 72 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

მე-7 ადგილი Aia Group Limited-მა მიისაკუთრა, რომელიც ჰონგ-კონგშია დაფუძნებული და ძირითადად საინვესტიციო და სადაზღვევო სფეროებში მოღვაწეობს. მისი 2010 წელს განხორციელებული Ipo $17.8 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, რაც მცირედით აღემატება მე-6 ადგილზე მყოფ Visa-ს მიერ მიღებულ თანხას, რომელმაც აქციები საჯაროდ 2008 წელს განათავსა და შესაბამისად, 17 მილიარდ 900 მილიონი მიიზიდა. გასათვალისწინებელია, რომ ეს ყველაფერი გლობალური ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მოხდა.

მე-5 ადგილი NTT Docomo-ს ეკუთვნის, რომელიც ტოკიოშია დაფუძნებული და ტელეკომუნიკაციის ბაზარზე მოღვაწეობს. ის საჯარო შეთავაზებით ბაზარზე 1998 წელს გავიდა და 1 დღეში $18.4 მილიარდი მიიზიდა.

მე-4 ადგილზე General Motors გავიდა, ავტოწარმოების გიგანტი, რომელმაც 2010 წელს 1 დღეში $20 მილიარდის აქციები გაყიდა და ამჟამად, ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Chevrolet, Cadillac და GMC.

მე-3 პოზიცია ჩინეთის ინდუსტრიულმა და კომერციულმა ბანკმა დაიკავა, რომელიც შანხაის საფონდო ბირჟაზე დაილისტა და 24 საათში 21.9 მილიარდი დოლარი მიიზიდა.
მეორე ადგილს ჩინეთის აგრარული ბანკი იკავებს, რომელიც 2010 წელს დაილისტა საფონდო ბირჟაზე და კოლოსალური თანხა, $22 მილიარდი მიიზიდა 1 დღის განმავლობაში.

პირველი ადგილი ასევე ჩინურმა კომპანია, ჯეკ მას კუთვნილმა Alibaba-მ დაიკავა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დატოვა აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობა. კომპანიის Ipo 2014 წელს განხორციელდა და შედეგად Alibaba-მ $25 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა 1 დღის განმავლობაში.