მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისეთ შეცდომას რომ დაუშვებ, რომ რუსეთის პრეზიდენტამდე მივა, ეს შეცდომა კი, არა დანაშაულია"

5d124bc6a3b97
თელარა გელანტია
25.06.19 20:36
5807
„ისეთ შეცდომას რომ დაუშვებ, რომ რუსეთის პრეზიდენტამდე მივა, ეს შეცდომა კი, არა დანაშაულია“, - ასე ეხმაურება bm.ge-ისთან ბიზნესმენი თემურ ჭყონია საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას, ბიზნესმენმა აღნიშნა ისიც, რომ მასში განსაკუთრებული აღშფოთება დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ქონებივი დეკლარაციის გაცნობამ გამოიწვია.

ცნობისთვის: სწორედ ქუცნაშვილი ხელმძღვანელობდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ქართულ დელეგაციას.

ჭყონიას განცხადებით, ის 16 წლიდან არის ბიზნესში და თავად ვერ შეძლო იმდენი ქონების დაგროვება, რამდენიც ქუცნაშვილმა - 7 წელიწადში.

„აღშფოთებული დავრჩი ქუცნაშვილის ქონებით. დედას ვფიცავარ, ვერც წარმომიდგენია 7 წლის განმავლობაში... ბიზნესში ვარ მთელი ჩემი ცხოვრება, 16 წლის ასაკიდან და როგორ შეძლო 7 წელიწადში ამდენი ქონების დაგროვება?! ადამიანს ისეთი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული საკუთარი ბიზნესების განვითარებისვის, რომ ასეთის მოპოვებას ჩვეულებრივი ბიზნესმენები, რომლებიც გაცილებით ჭკვიანებები არიან, ვიდრე - ზაქრო, ვერ მიაღწევენ, შანსი არ აქვთ“, - აცხადებს თემურ ჭყონია.