15.თებერვალი.2016 19:02
კრიპტოვალუტები

ISET-ი ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღებას აცხადებს

ISET-ი ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღებას აცხადებს
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. ISET-ის სამაგისტრო პროგრამა შეესაბამება აშშ-ის და დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტების პროგრამებს. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. უნივერსიტეტში ასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები.
 
სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირება ხდება ონლაინ რეჟიმში, ვებ-გვერდზე www.iset.ge. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 5 მაისი. მისაღები გამოცდები ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ჩატარდება მაისის დასაწყისში.

ყველა ჩარიცხული სტუდენტი გაივლის უფასო მოსამზადებელ კურსს მათემატიკაში (3 კვირა, აგვისტო, 2016 წელი). გარდა ამისა, სამაგისტრო პროგრამის პირველ სემესტრში სწავლა უფასოა ყველა ჩარიცხული სტუდენტისთვის (8 კვირა, სექტემბერი-ოქტომბერი, 2016 წელი).

ფინანსური მხარდაჭერა

სტიპენდიები: წარმატებული სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 75-200 აშშ დოლარის ოდენობით.

საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა: საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფილი იქნებიან ის ქართველი სტუდენტები, რომლებიც დაასაბუთებენ ამის საჭიროებას.

დაფინანსება: ყველა წარმატებული სტუდენტი მიიღებს ISET-ის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას, რაც, შესაბამისად, დაფარავს სწავლის საფასურს.

სტუდენტური სესხები: ISET სტუდენტებს სთავაზობს შეღავათიანი, დაბალპროცენტიანი საბანკო სესხების პროგრამას, რაც დაეხმარება მათ სწავლის საფასურის დაფარვაში.

სახელმწიფო გრანტი: სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო გრანტს, შესაძლებლობა ექნებათ, თანხა გამოიყენონ ISET-ის სწავლის გადასახადის დასაფარავად.

 
 

15.ივლისი.2019 21:00
366

ნიკა ნანუაშვილი: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი“ ჩვენთან არ იმუშავებს“

ვრცლად
01.ივლისი.2019 23:05
2770

კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად სიმძლავრის მიწოდება დღგ-თი დაიბეგრა

ვრცლად
05.ივნისი.2019 11:11
9011

ბიტკოინი ისევ იაფდება

ვრცლად
15.მაისი.2019 00:02
10459

ბიტკოინის ფასი $8,000-მდე გაიზარდა

ვრცლად
09.მაისი.2019 01:21
9297

ჰაკერებმა 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:52
1896

Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის

ვრცლად