მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ISET: ავიამომოსვლის გაუქმებით, საფრთხე საქართველოს მშპ-ის 0.5%-ს ემუქრება

5d10e9f68bba4
შოთა ტყეშელაშვილი
24.06.19 19:24
1195
რუსული ტურისტული ბაზარი, რომელზე დამოკიდებულებაც გასული წლების განმავლობაში განსაკუთრებული ტემპით გაიზარდა, დღეს კრემლის მხრიდან საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთ ბერკეტად იქცა. ISET-ის ეკონომიკური გათვლებით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში საფრთხე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5%-ს დაემუქრება, ხოლო სრულად რუსული ტურისტული ნაკადის გაუქმების შემთხვევაში, ეკონომიკის 1.8%-მდე დადგება რისკის ქვეშ. 

ISET-ის ეკონომიკური შეფასება:

ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ბევრი ღელავს, რომ რუსეთის მიერ დაწესებულმა აკრძალვამ საქართველოს მიმართულებით ფრენებზე შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს საქართველოს ტურიზმის სექტორსა და ზოგადად, ეკონომიკას. ციფრები კი შემდეგს გვეუბნება: ტურიზმის წილი ეკონომიკაში 7.6%-ია, რუსი ტურისტების მიერ შეტანილი წვლილი ეკონომიკაში 1.8%-ია, ხოლო საჰაერო გზებით შემოსული რუსი ტურისტების წვლილი – 0.5%.



ვიზიტორთა ნაკადის აკრძალვასთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზი გააკეთა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც". TI-ის ანგარიშით, თუ 2019 წლის ბოლომდე არცერთი რუსი ვიზიტორი არ შემოვა საქართველოში, მაშინ ვიზიტორების რაოდენობა 2018 წელს არსებული 8.7 მილიონიდან 8.3 მილიონამდე შემცირდება, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე მეტია. 

“რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების 70% სახმელეთო ტრანსპორტით შემოდის, 29% კი - საჰაერო ტრანსპორტით. 

2017 წელს ერთმა რუსმა ვიზიტორმა საშუალოდ 984 ლარი (400 დოლარი) დახარჯა საქართველოში. 

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, თუ ტურისტთა ნაკადები სხვა გზებით არ ისარგებლებენ, 2019 წელს საქართველოს შემოსავალს ტურიზმიდან დაახლოებით 100 მლნ დოლარით შეამცირებს”, - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.