26.თებერვალი .2016 15:23

ირლანდია ევროკავშირში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად დასახელდა

views 2871
უკან

ევროკავშირში ყველაზე სწრაფად ირლანდიის ეკონომიკა იზრდება. ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს ირლანდიის ეკონომიკა 4,5 პროცენტით გაიზრდება. ევროკომისია ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას ვარაუდობს რუმინეთში. გასულ წელს რუმენითის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა, 3,6 პროცენტი შეადგინა, წელს კი აღნიშნული ციფრის 4,2 პროცენტამდე ზრდაა მოსალოდნელი. ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში მოხვდნენ მალტა და ლუქსემბურგიც სადაც 3,8 და 3,9 პროცენტიანი ზრდაა პროგნოზირებული. 3,5 პროცენტით გაიზრდება პოლონეთის ეკონომიკა, ხოლო შვედეთის 3,2 პროცენტით. მიმდინარე წელს ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პოზიტიურ ზრდას ვარაუდობს, გარდა საბერძნეთისა, სადაც ეკონომიკური რეცესიაა მოსალოდნელი.
 
რაც შეეხება ევროპის ყველა კონკურენტულ ეკონომიკებს, აღნიშნულ რეიტინგში პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს, სამეულში მოხვდნენ გერმანია და ნიდერლანდებიც.