მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირინა აბულაძე: 2019 წელი გარდამავალი პერიოდია - 2020 წლიდან კრედიტ საათები უქმდება

5ce133b7de25e
თათია ჩაფიჩაძე
20.05.19 09:50
1998
2020 წლიდან კრედიტ საათები უქმდება.

„საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ რეფორმის ფარგლებში უწყება სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესბის კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს განახორცილეებს, ძლიერდება შიდა და გარე დაკვირვების ელემენტები.

„ის მასწავლებლები, რომლებსაც კრედიტ საათების პროცესი დაწყებული აქვთ, საშუალება ეძლევათ, პროცესი მიიყვანონ ბოლომდე, თუმცა ხშირად ეს ფორმალობებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ 2020 წლიდან ის გაუქმდება. 2020 წლისთვის ჩვენ ახალ დოკუმენტს დავამტკიცებთ, რომლის განხილვასაც ზაფხულში დავიწყებთ.

ასევე სქემაში იყო ჩანაწერი, რომ კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ თუ კრედიტ ქულების დაგროვებას ვერ შეძლებდა პედაგოგი, მას სტატუსი უქვეითდებოდა, ესეც იხსნება.

ახალი რეგულაციის ფარგლებში, იქმნება გარე შეფასების ელემენტი, ბევრი ელემენტი უნდა გაძლიერდეს სკოლის შიგნით. ერთია, რას აკეთებს მასწავლებელი ყოველდღიურ ვითარებაში, მეორეა, რომ ის ადასტურებს მეტ კომპეტენციას ზედა საფხურისთვის. სკოლები შეაფასებენ მასწავლებლებს სკოლის შიგნით. ასევე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მალე დავიწყებთ პილოტირებას მოსწავლეთა შეფასებისას საფეხურების მიხედვით. ეს იქნება სადიაგნოსტიკო შეფასებები ანუ სკოლას ექნება სრული სურათი, რა დონეზე არიან მოსწავლეები, რის შემდეგაც უნდა მიიღონ გადაწვეტილება, როგორ გააუმჯობესონ ის. რაც შეეხება გარე შეფასებას ის იმოქმდებს და იმოქმედებს შეცვლილად იმ მხრივ, რომ სურვილის შემთხვევაში პედაგოგს შეეძლება ამა თუ იმ საფეხურს გადააბიჯოს. მენტორამდე მისასვლელად ყველა საფეხურის გასვლა თანმიმდევრობით საჭირო აღარ იქნება“, - განაცხადა აბულაძემ.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ძალიან მალე დროებით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ პარლამენტს, ამით კი, ისარგებლებენ ის პედაგოგები, რომლებიც კომპეტენციას ვერ დაადასტურებენ.

რაც შეეხება კადრების დეფიციტს, სამინისტროში აცხადებენ, რომ სისტემიდან საპენსიო ასაკის პედაგოგების გასვლა დეფიციტს არ წარმოშობს და მათი ჩანაცვლება არსებული რესურსით მოხერხდება.

„დიდ დეფიციტს არ ველოდებით - იმ გათვლითაც რასაც ვვარაუდობთ, შესაძლებელია, არსებული რესურსით მოხდეს ამ პედაგოგების ჩანაცვლება საათების ზრდის ხარჯზე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოხდება დაინტერესება ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომის მქონე პირებისა, რომლებიც დღეს სისტემაში ვერ შემოდიან“, - განმარტა აბულაძემ.