მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI - მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

5d317e0ce1ec4
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.19 12:30
1118
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 23% აცხადებს, რომ საქართველო სწორ მიმართულებაზე დგას, 11% კი პასუხისგან თავს იკავებს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება.

კვლევის საველე სამუშაოები პირისპირ გამოკითხვების მეშვეობით 20 მაისი - 11 ივნისის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა რეპრეზენტატიული შერჩევით, საქართველოს სრულწლოვანმა რეზიდენტებმა მიიღეს. კვლევის შედეგები ქვეყნის მოსახლეობის რეპრეზენტატიულია, ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლებების ზომის მიხედვით.

კვლევის ცდომილების ზღვარი პლიუს/მინუს 2.5%-ია.