მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

5d3178108170a
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.19 12:02
850
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება.

გამოკითხვისას მოსახლეობას სხვა და სხვა ინსტიტუტის საქმიანობის შეფასება სთხოვეს. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად საქართველოს საპატრიარქოსა (89%) და ჯარის (87%) საქმიანობას აფასებს. ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შეფასება კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიმსახურა - მოსახლეობის 62% მათ საქმიანობას ნეგატიურად აფასებს, დადებითად 25%, ნეიტრალურად კი – 13%.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის საქმიანობას, მას დადებითად მოსახლეობის 35%, ხოლო უარყოფითად – 59%.

კვლევის საველე სამუშაოები პირისპირ გამოკითხვების მეშვეობით 20 მაისი - 11 ივნისის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა რეპრეზენტატიული შერჩევით, საქართველოს სრულწლოვანმა რეზიდენტებმა მიიღეს. კვლევის შედეგები ქვეყნის მოსახლეობის რეპრეზენტატიულია, ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლებების ზომის მიხედვით.

კვლევის ცდომილების ზღვარი პლიუს/მინუს 2.5%-ია.