მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანმა სანქციების მოხსნის შემდეგ, უცხოური კომპანიებისაგან დაფინანსების მიღება დაიწყო

56cab3ca43a4b
BM.GE
22.02.16 11:06
1288
ირანმა სანქციების მოხსნის შემდეგ, უცხოური კომპანიებისაგან დაფინანსების მიღება დაიწყო. სავარაუდოდ ყველა კომპანია რომელსაც ირანის ვალი ჰქონდა გადახდებს 19 მარტამდე დაასრულებს -  ინდომაციას IRNA მაღალჩინოსანზე, აშგჰარ ჰენდიზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ნავთობის მრეწველობის გადასახადებზეა პასუხისმგებელი. მისი სიტყვების თანახმად, ზოგიერთმა კომპანიამ ირანულ ანგარიშებზე რესურსის გადატანა იქამდე დაიწყო, სანამ გადახდის დრო მოვიდოდა. ადრე კომპანიები ვერ ახერხებდნენ ირანთან ანგარიშსწორებას არსებული სანქციების გამო, რომელიც საბანკო სექტორზეც ვრცელდებოდა. ირანის ბანკების ნაწილი SWIFT-ის საერთაშორისო სისტემაში უკვე ჩაერთო. ირანული ბანკები ამ სისტემას 2012 წელს გამოეთიშნენ, მაშინ როდესაც აშშ-მ და ევროკავშირმა საერთშორისო სანქციები ბირთვული პროგრამის გამო დაუწესეს.