მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანმა სანქციების მოხსნის შემდეგ, პირველი ხელშეკრულება ყაზახეთთან გააფორმა

569f94135c0a5
BM.GE
20.01.16 18:00
1503
ირანმა სანქციების მოხსნის შემდეგ პირველი ხელშეკრულება ყაზახეთთან გააფორმა. ყაზახური "ფორბსის" ინფორმაციით, საავიაციო ხელშეკრულებას ხელი თეირანში მოეწერა. ხელშეკრულების მიხედვით, ყაზახეთსა და ირანს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება, რომელსაც ავიაკომპანია Air Astana განახორციელებს. ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყება. ფრენების სიხშირე კვირაში სამი დღე იქნება. ირანსთვის სანქციების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება 14 ივლისს იქნა მიღებული.