22.თებერვალი .2016 17:52

ირანმა ნავთობის ექსპორტი დღეში 1.4 მილიონ ბარელამდე გაზარდა

views 1055
უკან

საერთაშორისო სანქციების მოხსნიდან პირველივე თვეს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ნავთობის ექსპორტი დღეში 1.4 მილიონ ბარელამდე გაზარდა, - იტყობინება "ინტერფაქსი".
 
ირანის ნავთობის კომპანიის, NIOC-ის წარმომადგენლის თქმით, ირანს მარტში ექსპორტის დღეში 1.56 მილიონ ბარელამდე გაზრდა შეუძლია.

"მნიშვნელოვანი მიწოდება ევროპის ქვეყნებზე განხორციელდება. ამასთან, აღმოსავლეთ ევროპა ირანული ნავთობისთვის პოტენციურად როგორც ახალი ბაზარი ისე განიხილება", - აღნიშნა ირანის ნავთობის კომპანიის დირექტორმა.

ირანული სააგენტო Shana-ს ცნობით, ბერძნულ კომპანია Hellenic Petroleum-ს ირანიდან ნავთობის იმპორტის ორჯერ გაზრდა შეუძლია. შეთანხმება თებერვლის დასაწყისში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის ირანში ვიზიტის ფარგლებში იქნა მიღწეული. ირანის ენერგეტიკის სამნინისტროს ინფორმაციით, ბერძნული ნავთობკომპანიისთვის ირანიდან ნავთობის მიწოდებამ შესაძლოა დღეში 150 000 ბარელს მიაღწიოს.