მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანმა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო

5d0b2eaa2b5a2
მიხეილ ხაჩიძე
20.06.19 10:56
987


თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა მწვავდება.


Fox News -ის ინფორმაციით, ირანმა საერთაშორისო საჰაერო სივრციდან, ჰორმუსთან ახლოს, ამერიკული დრონი ჩამოაგდო. საუბარია, „MQ-4C Triton“-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავზე.


ირანული მხარის ინფორმაციით, ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანის საჰაერო სივრცე დაარღვია და ჰორმოცგანის პროვინციაში შევიდა, ხოლო ირანის რევოლუციურმა გვარდიამ მისი გაუვნებელყოფა მოახერხა.