04.მაისი .2016 11:26

ირანი და კორეა გაზის სამი მილსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

views 1043
უკან

ირანის სახელმწიფო გაზის კომპანია NIGEC და სამხრეთ კორეული KOGAS ბუნებრივი აირის სექტორში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება გათხევადებული გაზის ე.წ. LNG-ის ირანიდან ექსპორტს შეეხება. სამხრეთ კორეული კომპანია დღეს მსოფლიოში LNG-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.